პროტესტი "ევოლუშენში" - გაფიცულები კომპანიის სრული პარალიზებით იმუქრებიან
გაფიცულები "ევოლუშენ ჯორჯიას" სრული პარალიზებით იმუქრებიან - კომპანიის თანამშრომლები რამდენიმე დღეში კიდევ უფრო მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ. მენეჯმენტისთვის მიცემული ვადა პირველ აგვისტოს იწურება. თუ ამ დროისთვის მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, "ევოლუშენის" გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა პროტესტს შეუერთდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.
კომპანიის ხელმძღვანელობა პირობებს არ იღებს. ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე გაფიცულ თანამშრომლებთან დიალოგი არ შემდგარა. მოთხოვნების სია კი გრძელია და 45 პუნქტისგან შედგება. მათი უმეტესობა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხება. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის მონაწილეები პირველ აგვისტოს სოლიდარობის ჯაჭვს გეგმავენ, სადაც ათასობით გაფიცული თანამშრომელი გაერთიანდება.