გელათი 25 დღეა დროებითი გადახურვის გარეშეა დარჩენილი - უნიკალურ ფრესკებს განადგურება ემუქრებათ
გელათის მცველებს განგაში აქვთ გამოცხადებული - იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 25 დღეა დროებითი სახურავის გარეშეა. წყალი ტაძარში ჩადის და უნიკალურ კედლის მხატვრობას ანადგურებს. მათ შორის, ღვთისმშობლის ფრესკას, რომელიც უკვე საბოლოოდ დაშლის პირასაა. არ არის გამორიცხული, სპეციალისტებმა მე-12 საუკუნის მოზაიკის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღონ. ეს არის ფრესკის გადარჩენის ერთადერთი გზა. ექსპერტები ტაძრის სასწრაფოდ გადახურვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები გამოუსწორებელი იქნება.