პარალიზებული ქალაქი და დატბორილი სახლები - საქართველოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
საქართველოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძლიერი წვიმის გამო გორი დაიტბორა. ქალაქის რამდენიმე უბანი მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო. კორპუსებისა და კერძო სახლების პირველი სათბურები მთლიანად წყალში აღმოჩნდა. ანალოგიური ვითარება იყო ღამით ოზურგეთშიც. საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და სავაჭრო ობიექტების პროდუქცია მოვარდნილმა წყალმა დააზიანა. რამდენიმე საათში ქალაქი, პრაქტიკულად, წყალში აღმოჩნდა, სადაც ავტომობილებიც ვერ გადაადგილდებოდნენ.