კაბალიდან გატაცებული ახალგაზრდა ქალი იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული 24 წლის გოგო იპოვეს. გუნელ გასანოვა თელავის სამმართველოში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, გამტაცებლების წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ქალის პოვნის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებს.
უცნობია, დააკავეს თუ არა გატაცებაში მხილებული პირები.