უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

30.07.24 11:00
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსულ აგრესიას უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. 

ბონდო გაგნიძე ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების  მასობრივ შტურმს ემსხვერპლა. დაჭრილია  67-ე ბრიგადის  კიდევ ერთი ქართველი მეომარი.

47 წლის ბონდო გაგნიძის  ცხედრის გამოყვანას  ბრძოლის ველიდან თანამებრძოლები ამ დრომდე ცდილობენ.

ბონდო გაგნიძე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა.

გაგნიძე 69-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 2022 თებერვლის შემდეგ, უკრაინის ომში დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები