3700-ზე მეტი შეუსრულებელი რეკომენდაცია - "ოცნება" აუდიტის სამსახურის მითითებებს არ ითვალისწინებს

30.07.24 12:04
 3700-ზე მეტი შეუსრულებელი რეკომენდაცია - "ოცნება" აუდიტის სამსახურის მითითებებს არ ითვალისწინებს

ბოლო 5 წლის განმავლობაში აუდიტის სამსახურმა 3700-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა, თუმცა სახელმწიფო უწყებები მათ შესრულებაზე უარს ამბობენ. საქმე სახლემწიფო უწყებებში საბიუჯეტო რესურსების  ფლანგვას, ხელოვნურად გაზრდილ შტატებს, სავარუდო კორუფციის ფაქტებს და სისტემურ პრობლემებს ეხება. 

აღსანიშნავია, რომ ამ სავარაუდო მძიმე დანაშაულებს აიგნორებენ საგამოძიებო უწყებებიც. ტენდეცია ასეთია: იწყებენ გამოძიებას, თუმცა არავის სჯიან.

ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" კორუფციულ პარტიად ჩამოყალიბდა და გასაკვირი არ არის, რომ საკუთარ დანაშაულებებს არ გამოიძებს. "ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ეს მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს და ერთადერთი გამოსავალი 26 ოქტომბრის არჩევნებია. 

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახური აქვეყნებს უამრავი, ნეპოტისტური გადაწყვეტილებების შესახებ რეკომენდაციებს, ამ რეკომენდაციებს არავინ ასრულებს და რა თქმა უნდა, არც შეასრულებს, იმიტომ, რომ შეუძლებელია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც კორუფციულ პარტიად ჩამოყალიბდა, რუსული სტანდარტებით, გამოიძიოს საკუთარი თავი ან შეცვალოს ის კორუფციული ტაქტიკა და პრაქტიკა, რომელიც ბიუჯეტის ძარცვით მათ გამდიდრებას ემსახურება. ეს არის მგლის თავზე სახარების კითხვა, რაც სამწუხაროდ, ასე დარჩება თუ ხელისუფლება არ შეიცვალა 26 ოქტომბრის არჩევნების გზით, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.  

მსგავსი სიახლეები