მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ზღვაზე შტორმი - როგორი ამინდი იქნება 31 ივლისს

30.07.24 12:56
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ზღვაზე შტორმი - როგორი ამინდი იქნება 31 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში - ძალიან ძლიერი.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 

განცხადების თანახმად, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი სიახლეები