რომელი ქვეყნიდან და რამდენი მოგზაური ჩამოვიდა 2024 წლის II კვარტალში

30.07.24 13:42
რომელი ქვეყნიდან და რამდენი მოგზაური ჩამოვიდა 2024 წლის II კვარტალში

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1.7 მილიონი არარეზიდენტი მოგზაურის შემოსვლა დაფიქსირდა - ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

ეს მაჩვენებელი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.2%-ით მეტია. 

  • 1.7 მილიონიდან 1.5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტი იყო, რაც 4.6%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. 
  • საერთაშორისო ვიზიტორების 77.2% ტურისტები, 18.8% ექსკურსანტები, ხოლო 4% როგორც ტურისტები, ისე ექსკურსანტები იყვნენ. 

ირკვევა, რომ უცხოელი ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, ჯამური რაოდენობის 22.5% თურქეთიდან იყო. მეორე ადგილზე რუსეთის ფედერაცია გავიდა 20.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე სომხეთი 10.6%-იანი წილით. 

 

მსგავსი სიახლეები