ლაშა ბაქრაძე - ბანაკი მართლაც ძალიან კარგია, მნიშვნელოვანი და საინტერესოა ასევე ვხედვათ ახალგაზრდების შემართებას, რათა დიდი გარდატეხა მოხდეს 26 ოქტომბერს
„ერთიანობის ახალგაზრდული ბანაკი" ბაკურიანში დებატების ფინალურ შეხვედრას მართავს.
“ერთიანობის” ლიდერის ლაშა ბაქრაძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია, რომ მოისმინონ განსხვავებული აზრი ახალგაზრდებისგან
ახალგაზრდებთან ურთიერთობა, დამოუკიდებლად პოლიტიკისგანაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ყოველთვის მაქვს კომუნიკაცია, როგორც მასწავლებელს უნივერსიტეტში, ამიტომაც აქაც ძალიან საინტერესო იყო ჩვენი შეხვედრა.მოვისმინეთ განსხვავევბული აზრი, ასე უკეთესად შეგვიძლია დავინახოთ თუ რა განწყობებია საზოგადოებაში იმიტომ, რომ მათ მოაქვთ ინფორმაცია ოჯაცებიდან და ასე შემდეგ. ასე რომ ბანაკი მართლაც ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია და საინტერესოა. და ასევე ვხედვათ ახალგაზრდების შემართებას, რათა დიდი გარდატეხა მოხდეს 26 ოქტომბერს. -ლაშა ბაქრაძე