გია ჯაფარიძე - იქნება კიდევ ბევრი პროექტი, რომელიც იქნება ორიენტირებული ახალგაზრდებზე, ეს არის ის რაც ახალგაზრდებს სურთ
“ერთიანობის ახალგაზრდული ბანაკი" ბაკურიანში დებატების ფინალურ შეხვედრას მართავს.
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ხვდებიან.
ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ახალგზრდებთან და ახალგაზრდებისთვის ვაკეთებთ. აქ საკმაოდ დიდი გუნდია, ბევრი ადამიანი ვმონაწილეობთ.
ამ კონკრეტული პროექტის იდეა გაჩნდა შარშან, მაგრამ დაიწყო თებერვლის ბოლოს. აქამდეც უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემდეგ შემოიღეს რუსული კანონი და დროებით შეჩერდა. ჩაფიქრებული იყო უფრო მეტი ბანაკის გაკეთება, ეს კონკრეტული ბანაკი არის დებატებზე, დებატების ხელოვნებაზე.
ძალიან მაღალი იყო აქტიურობა, ძალიან მსურველი იყო, რომელსაც უნდოდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ახლა აქ არის დაკსვნითი, ფინალური ნაწილი, სადაც ფინალური დებატები გაიმართება და გამომვლინდება გამარჯვებული. რა თქმა უნდა ეს არ იქნება უკანასკნელი პროექტი რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ.
იქნება კიდევ ბევრი პროექტი, რომელიც იქნება ორიენტირებული ახალგაზრდებზე, ეს არის ის რაც ახალგაზრდებს სურთ. პროექტის ფარგლებში სხვადასვხა მიმართულების ექსპერტები კითხულობდნენ ლექციებს, იმიტომ, რომ დებატების თემა არის სხვადასხვა: საგარეო პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება და სოციალური ფენა. ბევრი იყო ვინც ამ ახალგაზრდებს წაუკითხა ლექციები ამ თემებზე.
ჩემი კონკრეტული თემა კი იყო საერთაშორისო ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები ამართლებს, ბიძგს აძლევს კრიტიკული აზროვნების განვითარებას ახალგაზრდებში.
კრიტიკული აზროვნება არის ის, რაც ძალიან არ უნდა საქართველოში “ ქართულ ოცნებას”. კრიტიკული აზროვნება არ უნდა არც ერთ ტოტარიტარულ რეჟიმს, არ უნდოდათ საბჭოთა კავშირში, არ უნდათ რუსეთში და ამ რეჟიმს არ უნდა არც საქართველოში.- განაცხადა ჯაფარიძემ