მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება - "დეზერტირების ბაზარში" მერიის წარმომადგენელი ამ დრომდე არ მისულა
"დეზერტირების ბაზარში" დასაქმებულების პროტესსტი გრძელდება - ქუჩაში გამოსულ მოვაჭრეებთან მერიიდან ამ დრომდე არავინ მისულა.
მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და საავტომობილო გზების გადაკეტვას ისევ აანონსებენ.
ბაზრის ადმნისტრაცია ამტკიცებს, რომ სარემოტო სამუშაოების დაწყება აუცილებელია. მისი თქმით, მოსაწესრიგებელია კანალიზაციიის სიტემა, ბაზრის ტერიტორიაზე არის ბზარებიც, თუმცა როდის დასრულდება სარემოტო სამუშაოები უცნობია.
ჩვენ არ ველოდებოდით ამ გადაწყვეტილებას, რატომღაც არ უნდათ და არ მოსწონთ ჩვენი შეთავაზება - შევთავაზეთ 2 ადგილი. იწყება რეაბილიტაცია, შეგიძლიათ, გაიაროთ და ნახოთ რამდენიმე ადგილას არის ბზარებიც, კანალიზაციის სისტემაც მოუწესრიგებელია, დამეთანხმებიან თვითონაც, რომ გაწვიმდება, წყალიც დგება. აქ, რომ სარემოტო სამუშაოები დაიწყება, ვფიქრობ, ქვემოთ ვერავინ ვერ ივაჭრებს, როდის დასრულდება, ზუსტად ვერ გეტყვით“- განაცადა ბაზრის ადმინისრაციის წარმომადგენელმა
დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა. მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ობიექტი 6 თვით სარემონტო სამუშაოების გამო იხურება.