ანაკლიის კონსორციუმი "ოცნებას" ტყუილში ამხელს - რა გადაწყეტილება მიიღო პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟმა?
ანაკლიის კონსორციუმი ხელისუფლებას ტყუილში ამხელს. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისთვის" მორიგი საბაბი გახდა, იერიში მიეტანა "ლელოს" ლიდერებზე. ხელისუფლების ბრალდებებს კონსორციუმის იურისტი პასუხობს. არბიტრაჟის გადაწყვეტილება ასეთია: არც მოსარჩელის და არც სახელმწიფოს შესაგებებელი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თუმცა, დილიდან "ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილება არბიტრაჟმა სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღო.
რაც შეეხება დაკისრებულ 650 ათასს - ანაკლიის კონსორციუმის იურისტი განმატავს, რომ ეს საარბიტრაჟო მოსაკრებელია და არა სახელმწიფოსთვის გადასახდელი თანხა.
პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილება კონფედენციალურია, ამიტომ დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ სამი მოსამართლიდან ერთმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა და მიიჩნია, რომ მთავრობამ კეთილსინდისიერების ვალდებულება დაარღვია.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.