ხმაური დეზერტირების ბაზარში - მთავრობა მოვაჭრეებს შენობის დაცლას აიძულებს
მოტყუებული და შიმშილისთვის განწირული მოქალაქეები - დღე ისე დასრულდა, რომ დაპირების მიუხედავად, დეზერეტირების ბაზრის მოვაჭრეებთან სალაპარაკოდ მერიიდან არავინ მისულა. პროტესტის ეპიცენტრი ბაზრის ტერიტორია მას შემდეგ გახდა, რაც იქ დასაქმებულებს უთხრეს, რომ შენობა სარემონტოა და 15 აგვისტომდე უნდა დაცალონ. მოვაჭრეები ქუჩაში გამოვიდნენ და შველას ითხოვენ.
იქ დასაქმებულებისთვის გაყიდული პროდუქტით მიღებული შემოსავალი თავის გადარჩენის ერთადერთი წყაროა. ბაზრის ადმინისტრაცია ალტერნატივად სავაჭრო ფართს მათ დიღომში სთავაზობს, მაგრამ მოვაჭრეები არსად წასვლას არ აპირებენ და დიდ პროტესტს აანონებენ. ადამიანები, ვინც დილიდან საღამომდე სავაჭრო დახლებთან დგანან, ამბობენ, რომ ლუკმა პურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.