კოკაინი, ჰეროინი, მეტადონი და ალფა პვპ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხელბორკილი 28 ადამიანს დაადეს

30.07.24 20:22
კოკაინი, ჰეროინი, მეტადონი და ალფა პვპ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხელბორკილი 28 ადამიანს დაადეს

 

 

დაკავებების სერია მთელი ქვეყნის მასშტაბით - სამართალდამცველებმა ხელბორკილები 28 პირს დაადეს, მათ შორის აეროპორტშიც, სადაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა იყო. დაკავებულებიდან 16 ნარკორეალიზაციისთვის გაასამართლებენ, რაც უვადო ან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამოღებულია მკვლელი ნარკოტიკები, ფული და ელექტროსასწორები, რითაც დამნაშავეები ნარკოტიკებს აფასოებდნენ. 

ერთ-ერთი დაკავებული ფონიჭალელი ქალია. 2 შვილის დედა პოლიციამ საკუთარ სახლში დააპატიმრა. მახიატ გაჯიევას ეზოსა და სარდაფში გასაყიდად გამზადებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკებს მიაგნეს.

სულ სპეცოპერაციის ფარგლებში ამოღებულია 13 სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, მეტადონი და ალფა პვპ.  გამოძიებას მტკიცებულებების სახით საქმეში აქვს საკონტროლო შესყიდვების ფარული ჩანაწარები. დაკავებულებიდან 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

რცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები