რუსეთის მორიგი მსხვერპლი უკრაინაში - ბონდო გაგნიძე ლუგანსკის ოლქში მასობრივ შტურმს ემსხვერპლა
ქართველი მებრძოლის ცხედრის გამოტანა შეტაკებების ეპიცენტრიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოკუპანტების აგრესიას კიდევ ერთი ქართველი მსხვერპლი ჰყავს. ბონდო გაგნიძე ლუგანსკის ოლქში მასობრივ შტურმს ემსხვერპლა. დაჭრილია 67-ე ბრიგადის კიდევ ერთი ქართველი მეომარი.
ბონდო გაგნიძე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ის 69-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 2022 თებერვლის შემდეგ უკრაინაიში ბრძოლის ხაზზე დაიღუპა.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.