უწყვეტი პროტესტის მეოცე დღე - "ევოლუშენის" ხელმღვანელობას ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი დღე რჩება

31.07.24 12:19
უწყვეტი პროტესტის მეოცე დღე - "ევოლუშენის" ხელმღვანელობას ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი დღე რჩება

უწყვეტი პროტესტის მეოცე დღე - კომპანია „ევოლუშენს„ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების დასკმაყოფლებლად ერთ დღიანი ვადა დარჩა. ულტიმატუმის დრო იწურება. თუ კომპანია მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, თანამშრომლები პროტეტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ. დაგეგმილია დიდი აქციაც, რომელიც თბილისში ხვალ 14 საათზეა დაანონსებული.

ხვალინდელი სამოქმედო გეგმა იგივე რჩება. ვაპირებთ, შევქმნათ სოლიდარობის ჯაჭვი. რა თქმა უნდა, ყველა კარტს და ყველა კოზირს ჯერ არ ვამხელთ. ყველაფერს გაიგებთ თუ მობრძანდებით 1 რიცხვში და რაც მტავარია, 27 საათი დარჩა ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე.მოუთმენლად ველოდებით 27-ე საათს იმისთის, რომ საბოლოოდ ვიმოქმედოთ და გავაჩეროთ "ევოლუშენი" თუ ის არ დათმობს მის პოზიციას, - ამბობს გაფიცული თანამშრომელი თორნიკე ყველიაშვილი. 

ახალგაზრდები რამდენიმე კვირაა მენეჯმენტს ღირსეულ სმუშაო პირობებს და ანაზღაურებას თხოვენ, ევოლუშონის ამდინიტრაცია კი უკან არ იხევს.

მსგავსი სიახლეები