სტიქია აჭარაში - ბათუმი-ქობულეთი -ჩაქვის მონაკვეთი ისევ დაიტბორა
სტიქია აჭარაში - ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი-ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთი ისევ დაიტბორა. ჩაქვის ცენტრამდე მისასვლელი გზები წყლით იყო დაფარული, რის გამოც მოძრაობა პარალიზებული იყო. უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა სოფელ ცაისუბანშიც, სადაც სახლები და ნატესები დაიტბორა.
ადგიზლე შესაბამისი სამსახურები ახლაც მუშაობენ.