მოტოციკლებსა და მოპედებს BUS Lane-ებზე გადაადგილების უფლება 2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან ექნებათ
მოტოციკლებსა და მოპედებს BUS Lane-ებზე გადაადგილების უფლება, სავარაუდოდ, 2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან ექნებათ - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
კალაძის თქმით, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინეს შესაბამისი დადგენილება, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის, ან/და მოპედის მოძრაობას განსაზღვრავს.
საკრებულოში იმსჯელებენ აღნიშნულთან დაკავშირებით და გვინდა, რომ აღნიშნული წესი 2024 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს", - თქვა კალაძემ.