თბილისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ
თბილისში სიონის ტაძრის მრევლს ეძებენ - ახლობლების ინფორმაციით, ქალი სახლიდან 30 ივლისს გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 577721551, 599263443.
"ვეძებთ ირინას. სახლიდან გავიდა 30 ივლისს - თბილისი. გრიბოედოვის ქუჩა. მობილური თან არ აქვს. ჩართულია პოლიცია. მოვიკითხეთ ყველა შესაძლო ადგილას. მათ შორის, მცხეთის დედათა მონასტერში. ირინა არის სიონის ტაძრის მრევლი.
თუ ვინმეს შეგხვდებათ, გთხოვთ, არ მიატოვოთ, გამოელაპარაკეთ, დააყოვნეთ, და სასწრაფოდ გვაცნობეთ", - წერს ახლობელი.