პროტესტმა შედეგი გამოიღო - მოვაჭრეებს დახლებს არ დააცლევინებენ
2 დღიანმა ხმაურიანმა პროტესტმა დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას გადაწყვეტილება შეაცვლევინა. შენობის სარემონტო სამუშაოების დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო. მას შემდეგ რაც მოვაჭრეებმა უწყვეტი პროტესტი დააანონსეს და ქუჩების გადაკეტვა დაიწყეს ადმინისტრაცია იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო. 15 აგვისტოს მოვაჭრეებს დახლებს არ დააცლევინებენ.
ამ პასუხით გამოვიდნენ აქციის მონაწილეები დღეს დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრიდან. ახლა მთავარი კითხვაა როდემდე მისცემენ მოვაჭრეებს მუშაობის უფლებას. ადმინისტრაცია კონკრეტულ ვადებს არ აკონკრეტებს, რაც თვითდასაქმებულებისთვის მისაღები არ არის. ამიტომ მერიისგან დამატებით გარანტიებს ითხოვენ, პარალელურად კი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.