რუსული კანონი - რეპრესიები იწყება?
რამდენიმე საათი რუსული კანონის ამოქმედებამდე - კანონის დაჩქარებული წესით მიღების შემდეგ იუსტიციის სამინისტროში სასწრაფო წესით შექმნეს ახალი დეპარტამენტიც, რომელმაც უცხოური აგენტები უმდა გამოავლინოს და დასაჯოს.
ვინც ნებით არ დარეგისტრირდება, აგენტად იძულებით გაატარებენ რეესტრში - ეს მუქარა უკვე მიიღო მესამე სექტორმა იუსტიციის მინისტრისგან.
თუმცა უკვე ცნობილია, რომ უცხოური აგენტების ბაზა მინიმუმ ერთი თვე ცარიელი იქნება. არასამთავრობო სექტორი რუსული კანონის დამორჩილებას არ აპირებს.