წულუკიანმა მორიგი დავა წააგო - რა უჯდება ქვეყანას რეპრესიები?

31.07.24 20:40
წულუკიანმა მორიგი დავა წააგო - რა უჯდება ქვეყანას რეპრესიები?

თეა წულუკიანის რეპრესიები ხალხს ათობით ათასი ლარი უჯდება - კულტურის მინისტრის ანგარიშზე უკვე 30-მდე წაგებული საქმე და ბიუჯეტიდან  კომპენსაციებისთვის  დახარჯული ბევრი ფულია.

წულუკიანს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო.

სასამართლომ დაადგინა,რომ  არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმ  ადამიანის სამსახურიდან გაშვების,   ვისაც მინისტრმა კომპეტენცია  დაუწუნა.

ახლა სამინისტრო ვალდებულია მუზეუმის ყოფილ თანამშრომელს განაცდური აუნაზღაუროს და 5 ათასი ლარი ბიუჯეტიდან გადაუხადოს.

წულუკიანმა მორიგი დავა წააგო - გვანცა ჩხიკვაძის სპეციალური რეპორტაჟი