დატბორილი ქუჩები, სახლები, ნათესები და განადგურებული მოსავალი- აჭარაში სტიქიას ებრძვიან
დატბორილი ქუჩები, სახლები, ნათესები და განადგურებული მოსავალი- აჭარაში სტიქიას ებრძვიან. გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა მაგისტრალებზეც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ბათუმი-ქობულეთის ჩაქვის მონაკვეთზე.
ჩაქვის ცენტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. ხალხი შველას ითხოვს, რადგან მათი თქმით, ხელისუფლების გულგრილობის გამო, აჭარაში ყოველი ძლიერი წვიმის დროს ერთი და იგივე პრობლემაა. არ მუშაობს სანიაღვრე სისტემა, რის გამოც დასახლებები სრულად იტბორება.