აშშ-მ ,,საქართველოს ფოსტის“ მცირე ზომის გზავნილები შეაჩერა

31.07.24 20:36
აშშ-მ ,,საქართველოს ფოსტის“ მცირე ზომის გზავნილები შეაჩერა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მცირე ზომის საფოსტო გზავნილები შეაჩერა- ინფორმაციას გამოცემა ,,ბათუმელები" ავრცელებს. 

მოქალაქეები პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ, მათი თქმით, მცირე ზომის გზავნილები, რომელიც 24 ივლისამდე გაგზავნეს აშშ-ში უკან დაუბრუნდათ. 
,,საქართველოს ფოსტა“ , ,,ბათუმელებთან" ადასტურებს, რომ გზავნილები ნამდვილად შეჩერებულია, თუმცა ამის მიზეზი  ამ დროისთვის უცნობია.