ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს

01.08.24 11:56
ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს

30 ივლისს, ბათუმში, კლუბ "სოჰოს" მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ადამიანი დაჭრეს - "TVPirveli.Ge"-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.