ულტიმატუმის ვადა ამოიწურა '' ევოლუშენის“ შესასვლელები სოლიდარობის ჯაჭვით გადაკეტილია

01.08.24 15:54
ულტიმატუმის ვადა ამოიწურა '' ევოლუშენის“ შესასვლელები სოლიდარობის ჯაჭვით გადაკეტილია

მენეჯმენტისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ,,ევოლუშენ ჯორჯიას“ შენობის შესასვლელები გადაკეტილია, იქ შესვლა თანამშრომლებს სოლიდარობის ჯაჭვის გავლით მოუწევთ.  

გაფიცული თანამშრომლების გეგმაა, კომპანიის გაჩერება. მათი  თქმით,  პროტესტი  მშვიდობიანია და ისინი არ გაჩერდებიან სანამ, მათი პროტესტი შედეგს არ გამოიღებს. გაფიცულები აღნიშნავენ, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციასაც, თუმცა უშედეგოდ. 

  დღეს აქ ხალხი მოვიდა, იმისთვის, რომ სოლიდარობის ჯაჭვი შემოარტყას შენობას. შესავლელთა ნაწილი გადაკეტილია. ადამიანებს, რომლებსაც უნდათ შენობაში შესვლა შეუძლიათ შევიდნენ, მაგრამ უნდა გადააბიჯონ ამ ადამიანებს და ადამიანებთან ერთად მოუწევთ დროშებზე გადაბიჯებაც, წინააღმდეგობას არავის არ გავუწევთ.
 

კომუნიკაცია, არ გონია  დამსაქმებელს.  ბრძოლა გაგრძელდება  ეს ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილია. ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე. ახლა არის მშვიდობიანი პროტესტი. მოვუწოდებთ, ხელისუფლებსაც, სამართალდამცავ უწყებასაც ყველას, რომ მოგვცეს მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების და განვითარების შესაძლებლობა, კომპანიის მხრიდან იყო გარკვეული სახის პროვოკაცია მათ შორის დაცვის სამსახურის მხრიდან- აცხადებენ გაფიცულები.
 

დღევანდელ, სოლიდარობის ჯაჭვს სხვა დასაქმებულებიც შეურთდენენ, მათ შორის პროფკავშირის წარმომადგენელები. პროფკავშირის წარმომადგენელის თქმით, საქართველოს პროფკავშირის გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს გაფიცულ თანამშრომლებს.

 საქართველოს პროფკავშირის გაერთიანება სოლიდარულია ამ დასაქმებულების მიმართ. წარმოუდგენელი, გაუსაძლისი პირობებია შრომის. სოლიდარობა და ერთად დგომა, შედეგს გამოიღებს, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რომ გაიგოს დამსაქმებელმა ეს დასაქმებული ადამიანები, მონები არ არიან - განაცხადა პროფკავშირის წევრმა.

ახალგაზრდები, 21 დღეა მენეჯმენტს ღირსეულ სამუშაო პირობებს და ანაზრაურებას თხოვენ, ''ევოლუშენის" ადმინისტრაცია უკან არ იხევს.