სისხლიანი ანგარიშსწორება ატენში - გდდ-ის თანამშრომელმა დუმილი დაარღვია
სისხლიანი ანგარიშსწორება ატენში - შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელ დახმარებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა დუმილი დაარღვია და მომხდარის დეტალებზე ისაუბრა.
დიმიტრი რევაზაშვილი ამტკიცებს, რომ ციხეების ყოფილი შეფის ძმა, რევაზ მიხანაშვილი არ უცემია და მეტიც, ადგილზე მის დასახმარებლად მას შემდეგ მივიდა, როდესაც კონფლიქტისა და დაპირისპირების ხმა გაიგო.
ბრალდებულის ადვოკატი "პირველებთან" ამბობს, რომ მის გარდა ანგარიშსწორების ეპიცენტრში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები.
ადვოკატი იმასაც აცხადებს, რომ დიმიტრი რევაზაშვილს 112-ში არ დაურეკავს, თუმცა "პირველებისთვის" ხდება ცნობილი, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაზარალებულის მეგობარმა გამოიძახა, რომელმაც გამოძიებას ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცა.
იგი როგორც განმარტავს იმყოფებოდა დაზარალებულის სახლში მის დასახმარებლად. აკეთებდა ყველაფერს, რომ პირველადი დახმარება აღმოეჩინა და არ დამდგარიყო ის შედეგი, რა შედეგიც დგას დღეს. გამოკითხვას მე არ ვესწრებოდი, მისი განმარტებით, სწორედ ეს არის, რომ დასახმარებლად იყო იქ და რაიმე ისეთი ქმედება იმ მომენტში, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ მან რაიმე ტიპის დანაშაული ჩაიდინა, არ განუხორციელებელია. მათივე მითითებით დარეკა 112-ში ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა. მის გარდა სხვა პირებიც იმყოფებოდნენ ადგილზე და გამოკითხულებიც არიან. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ყოფილა", - ამბობს ადვოკატი.