ცნობილია, როდის დაიდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები

01.08.24 16:47
ცნობილია, როდის დაიდება  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება - ინფორმაციას naec.ge ავრცელებს. 

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ , შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც"- წერია განცხადებაში.