"ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ესროლეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ესროლეს. არსებული ინფორმაციით, სროლა თეთრი ფერის "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილიდან განხორციელდა. შენობის მიმართლებით გასროლა 8-9 ჯერ მოხდა. ტყვია ნიკა მელიას ბანერს მოხვდა, რომელიც შენობის ფასადზეა გაკრული.
სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე-ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გომელაურის უწყებას ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებია.