წიგნების საუკუნის ძარცვის საქმე სასამართლოში ინაცვლებს
წიგნების საუკუნის ძარცვის საქმე სასამართლოში ინაცვლებს. ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებული და - ძმა ცირეკიძეები დუმილის უფლებას იყენებენ. მათი მამა კი, რომელიც სასჯელს ამავე დანაშაულისთვის ესტონეთის ციხეში იხდის ბრალდებებს საქართველოს პროკურატურას უყენებს. ბექა ცირეკიძე დღეს პირველებს ციხიდან დაუკავშირდა. მსჯავრდადებული ჰყვება, რომ პროკურატურა აღიარების მისაღებად მის შვილებზე ზეწოლას ახდენს.
ცირეკიძის შვილები 2 თვის წინ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი სწორედ მათი მამაა. ბრალდებულებს ევროპის ქვეყნების ცნობილის ბიბლიოთეკებიდან უნიკალური წიგნების ქურდობა ედებათ ბრალად. საუბარია პარიზის, ლიონის, ვარშავის და მიუნხენის ბიბლიოთეკებზე, საიდანაც კლასიკოსების ძვირადღირებული წიგნები გაიტანეს და ისინი ასლებით ჩაანაცვლეს. ნაქურდალის ღირებულება კი ასეულ ათასობით ევროს შეადგენს.