სისხლიანი დაპირისპირება ატენში - ალაპარაკდება თუ არა დღევანდელ პროცესზე დაკავებული სპეცრაზმელი?

02.08.24 11:17
სისხლიანი დაპირისპირება ატენში - ალაპარაკდება თუ არა დღევანდელ პროცესზე დაკავებული სპეცრაზმელი?

55 წლის კაცის სასტიკად ცემისთვის დაკავებული სპეცრაზმელი სასამართლოში მიიყვანეს. დემეტრე რევაზაშვილი უკვე სდომათა დარბაზშია და პროცესის დაწყებას ელოდება. სასამართლომ დღეს სპეცრაზმელისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. 

ცნობილია, რომ რევაზაშვილი დღევანდელ პროცესზე დუმილს დაარღვევს. ერთ-ერთ ეტაპზე მან გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. ცნობილია, რომ რევაზაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ თანასოფლელის ცემის არცერთ ეპიზოდში არ მონაწილეობდა. ჩვენებაში სპეცრაზმელი ამბობს, რომ ის მეზობელთან მას შემდეგ გადავიდა, რაც 55 წლის კაცი უკვე ნაცემი იყო და იქ პირველად დახმარების აღმოსაჩენად გადავიდა.

რევაზაშვილის ინფორმაციით, მეზობელი მის ბავშვობის მეგობარს, იოსებ ბარჯაძეს დაუკავშირდა, რომელიც ახლა მიმალვაშია და შველა სთხოვა. სწორედ ამის შემდეგ მივიდნენ მასთან სხლში რევაზაშვილი და ბარჯაძე, სადაც დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში ნახეს. მისივე ცნობით, ადგილზე ნაცემი კაცის მეგობარი ქალბატონიც იმყოფებოდა.

რა აქვს კიდევ სათქმელი დაკავებულ სპეცრაზმელს, სწორედ დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა. 

არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, უარყოფს იმ ფაქტს, რომ მის მიერ ჰქონდა რაიმე ტიპის ძალადობას ადგილი დაზარალებულის მიმართ. არის უკიდურესად შეწუხებული იმიტომ, რომ არ არიხ უცხო ადამიანი, დიდი ხნის ნაცნობია, აკავშირებს ხანგრძლივი ურთერობა. როგორც ვიცი, აპირებს, რომ გარკვეული განმარტება გააკეთოს, თუმცა შინაარსი ჩემთვის უცნობია. რა მოხდება და რა ტიპის განმარტებას გააკეთებს, ყველა ერთად ვნახავთ. რევაზაშვილის განმარტებით, დახმარება მან თითონ ითხოვა, დარეკა მან მის ერთ-ერთ მეგობართა და ითხოვა დახმარება. ჩვენი ინფორმაციით, დარეკა ბარჯაძესთან, - ამბობს რევაზაშვილის ადვოკატი. 

თავის ქალის მოტეხილობით და ტვინის შეშუპებით დაზარალებული 55 წლის რევაზ მიხანაშვილი ამ დრომდე გორის სამხედრო ჰოსპიტალშ იმყოფება. ექიმებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირთ.