სასამართლოებში მოსამართლეების ნაკლებობაა - რატომ არ ცხადდება კონკურსი ვაკანტურ ადგილებზე?

02.08.24 12:42
სასამართლოებში მოსამართლეების ნაკლებობაა - რატომ არ ცხადდება კონკურსი ვაკანტურ ადგილებზე?

სასამართლოებში მოსამართლეების ნაკლებობაა, რაც საქმეების განხილვის წლობით გაჭიანურებას იწვევს. ამის მიუხედევად, ,,სასამართლო გუშაგმა“ დაადგინა, რომ სასამართლოებში ვაკანტური ადგილები წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა იუსტიციის საბჭო კონკურსს მოსამართლეების შესარჩევად არ აცხადებს. მათი ცნობით, 2024 წელს 108 ვაკანტური ადგილი იყო, საიდანაც კონკურსი მხოლოდ 20-ზე გამოცხადდა.

ამჟამად არის დაახლოებით, 100-ზე მეტი ვაკანსია, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობაზე გამოაცხადა იუსტიციის საბჭომ კონკურსი. 20-ზე მეტ ვაკანსიაზე კონკურსი არ გამოცხადებულა და ამას არ აქვს არანაირი არგუმენტები, ახსნა-განმარტება იმისა, რატომ არ ატარებს გარკვეულ ზომებს სისტემა იმისთვის, რომ მოსამართლეტა ვაკანტური ადგილები შეივსოს, იმიტომ, რომ მოქალაქეებმა დროული მართლმსაჯულება მიიღონ, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. მათი თქმით, სასამართლოს გავლენიან ჯგუფს არ სურს, რომ სისტემაში ახალი კადრები შევიდნენ. საუბარია მოსამართლეებზე, რომლებმაც შესაძლოა, აღნიშნული გავლენიანი ჯგუფის დაკვეთები არ შეასრულონ.

ობიექტურად, ეს ჩანს, რომ მოსამართლეებს ძალიან ბევრი საქმე აწერიათ  და ისინი უბრალოდ, ვერ აუდიან ამის განხილვას. ამის პარალელურად, როდესაც არსებობს ვაკანსიები და ამ ვაკანსიებზე არ ცხადდება შესაბამისი კონკურსები, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ სტატუსკვოს შენარჩუნება სურს გავლენიან ჯგუფს სასამართლოში და ყოველთვის ერიდებიან იმას, რომ ახალი კადრები შევიდნენ ამ სისტემაში, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ მორჩილებაში გავლენიან ჯგუფთან, - ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.