რომის ქუჩის მოსახლეობა შველას ითხოვს - კულტურული მეკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლი ინგრევა

02.08.24 13:08
რომის ქუჩის მოსახლეობა შველას ითხოვს - კულტურული მეკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლი ინგრევა

თბილისში, რომის ქუჩის მოსახლეობა შველას ითხოვს. ავარიულ შენობაში მცხოვრები ხალხი აცხადებს, რომ სახლი დანგრევის პირას არის, თუმცა შესაბამისი სამსახურები არ რეაგირებენ. სახლს, სადაც ხალხი სიცოცხლის საფრთხის წინაშეა, კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მისი დაზიანება კი, ადგილობრივების მტკიცებით, მომიჯნავე შენობის დემონტაჟმა გამოწვია, სადაც სასტუმრო შენდება.

როცა დაიწყეს მშენებლობა, მეპატრონე მე შემოვიყვანე აქ და ვაჩვენე. მე ვუთხარი, აქა მანქანა რომ გაივლის მაშნაც ცდუი მდგომარეობაა და ახლა თქვენ რომ მაგას გააკეთებთ, რა იქნება-მეთქი. მითხრა, რომ დეიდა, არ ინერვიულო, რაც გაგიფუჭდება, ყევლაფერს გაგიკეთებთო. აქ რამდენი მანქანა, ამდნეი ადამიანი გადარჩა. ვყარაულობ ხალხს, რომ აქ რამე უბედურება არ მოხდეს, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.