სვეტიცხოვლის უნიკალური ფრესკები ნადგურდება - მე-17 საუკუნის მხატვრობას ობი მოედო

02.08.24 15:32
სვეტიცხოვლის უნიკალური ფრესკები ნადგურდება - მე-17 საუკუნის მხატვრობას ობი მოედო

სვეტიცხოველში ისტორიული და უნიკალური ფრესკები ნადგურდება. ტაძრის მე-17 საუკუნის კედლის მხატვრობა ნესტის გამო დაობებულია. ინფორმაციას სასულიერო პირები ავრცელებენ.

ადგილზე ჩასულ „პირველების“ ჯგუფს სამონასტრო კომპლექსში დაუდასტურეს, რომ ფრესკების დაზიანების შესახებ ინფორმაცია ძეგლთა დაცვის სააგენტოს ჯერ კიდევ 2 წლის ჰქონდა, სამუშაოებიც ჩატარდა, თუმცა მას შემდეგ ადგილზე ამ უწყების სპეციალისტები აღარავის უნახავს. 

"პირველები" იმ რესტავრატორს ეუსაბრა, რომელმაც კედლის მხატვრობას რესტავრაცია 2011 წელს ჩაუტარა,. სპეციალისტი პირდაპირ ამბობს, რომ რესტავრაციის დროს პრობლემა უკვე იდენტიციფიცირებული იყო.

ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა 2011 წელს. მაშინ განვაცხადეთ ჩვენ სააგენტოში, რომ ამ კელდეს პრობლემები ჰქონდა. ჩვენ რომ მივედით სარესტავრაციოდ, ეს კედელი უკვე გაწმენდილი იყო. ჩვენ იქ სხვა სამუშაო ჩავატარეთ, გასამაგრებელი იყო კედლები. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს სითეთრე ისევ წამოვიდა. ამის გაწმენდა ხელახლა აბსოლუტურად უაზრობაა. არ შეიძლება ასე რაღაცეები ბრახუნი, რომ თურმე იქ რესტავრატორებმა რაღაც ქიმია იხმარეს. არავითარი ქიმია არ იხმარება ფრესკის გაწმენდის დროს, - ამბობს რესტავრატორი. 

ხელსუფლების მხრიდან უყურადღებობაზე სუაბრობს დეკანოზი ილია ჭღლაძე.  

13 წელია გასული და ხელახლა სჭირდება მას გაწმენდა და კონსერვაცია. დღეს მოედო ობი. მიზეზი შეიძლება იყოს სისველე, ნესტი, ის, რომ ტაძარი სათანადოდ არ ნიავდება. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს სჭირდება სპეციალისტის მხრიდან, კულტურის სამინისტროს მხრიდან, რომლებსაც ექვემდებარება ძეგლთა დაცვის სააგენტო და მთელი სისტემა ძეგლთა დაცვისა, კულტურის სამინისტროს მხრიდან ამ პრობლემის შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით. 4-5 წელია სვეტიცხოველი, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო მეკვიდრეობის ძეგლი და საქართელოს უმთავრესი ისტორიული, ქრისტიანული ტაძარი და შეგლი და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი საკათედრო საპატრირაროქ ისტორიული ტაძარი, ვერ მოახერხა ხელისუფლებამ და საპატრიარქომ, რომ 5 წელი დავკარგეთ. მოხდა მხოლოდ გარკვეული ნაწილების, ქვის ფასადის რესტავრაცია, მაგრამ ეს არის სადღაც 2-30% და საქმე შუაშია გაჩერებული, - ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.  

რა ბედი ელის სვეტიცხოვლის კედლის მხატვრობას უცნობია, რადგან წულუკიანის უწყება ამ დრომდე არ ამბობს, რა პასუხი აქვს კვლევებზე და როდის დაიწყება ადგილზე სამუშაოები.