იოსებ ბარჯაძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს - რას ამბობს მიმალვაში მყოფი პირის დედა?
სისხლიანი გარჩევა ატენში - იოსებ ბარჯაძეს, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, პოლიცია ამ დრომდე ვერ პოულობს. "პირველები" ცოტა ხნის წინ ბარჯაძის დედას, სონია ბარჯაძეს ეუსაბრა, რომელიც ამტკიცებს, რომ შვილთან კომუნიკაცია ბოლოს გუშინ დილით ჰქონდა.
თბილისში წამოვედი, ადვოკატი უნდა მენახა. არაფერი არ ვიცი ჯერ. არ ვიცი (სად იმყოფება), ეგეც ცალკე სადარდებელი მაქვს. ბოლოს ვნახე გუშინ დილით, - ამბობს სონია ბარჯაძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზარალებული სასტიკად არის ნაცემი და ის თავისით არ წაქცეულა.
ჩვენი ძალიან ახლობლები არიან ისეთ დროს მოხდა, რომ შუაღამე იყო. ტელევიზიიდან ვგებულობ მეც, მაგრამ წაქცეული რომ არ არის და ნაცემია და გამეტებული რომაა სასიკვდილოდ, ეს ფაქტია. დაჩენჩილი აქვს ყველაფერი. მეუღლემაც არ იცის, მაგრამ ამბობს, რომ ბევრნი იყვნენო. ვისაც იცნობდა, ამოიცნო, - ამბოსბ დაზარალებულის ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმელი, რომელსაც ბრალად თანასოფლელის, რევაზ მიხანაშილის სასტიკი ცემა ედება, მოსამართლემ დღეს წინასწარ პატირმობაში გაუშვა. თავდაპირველად დემეტრე რევაზაშვილი ამტკიცებდა, რომ 55 წლის კაცი არ უცემია და ის თავად წაიქცა, თუმცა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მას დუმილი აღარ დაურღვევია.
ამ დრომდე მიმალვაშია ოქროს მოწმე, სოსო ბარჯაძეც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
რაც შეეხება 55 წლის დაზარალებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.