მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა

02.08.24 16:15
მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა

მარნეულში, 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა - შემთხვევის შედეგად, მოზარდს კეფის არეში დაზიანებები აღენიშნება. 

"პირველების" ცნობით, არასრულწლოვანი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში 1 აგვისტოს შეიყვანეს და ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

"რადიო მარნეულთან" "ჯეო ჰოსპიტალის" პედიატრიის განყოფილების უფროსი ექიმმა განაცხადა, რომ ბავშვის ოჯახის წევრების თქმით, ბიჭი თამაშის დროს დაეცა და შედეგად დაზიანება მიიღო, თუმცა ჩატარებული სამედიცინო კვლევებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანს თავში კისტის თოფის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.