"გვიწევს სპექტაკლში მონაწილეობა" - გორის სასამართლომ იოსებ ბაბაევის საქმის განხილვა დაიწყო

02.08.24 17:53
"გვიწევს სპექტაკლში მონაწილეობა" - გორის სასამართლომ იოსებ ბაბაევის საქმის განხილვა დაიწყო

გორის სასამართლომ იოსებ ბაბაევის საქმის განხილვა დაიწყო- რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენს იარაღის უკანონო შენახვისთვის ასამართლებენ, თუმცა დღეს საგამოძიებო უწყებამ პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა მიიტანა, რომელიც ადასტურებს, რომ ამოღებულ იარაღზე სოსო ბაბაევის ანაბეჭდები არ არის. 

ამ გარემოების გამო დაცვის მხარე საქმის შეწყვეტას ითხოვს, თუმცა მოსამართლე მაკარაძემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბაბაევის წინააღმდეგ დევნა გრძელდება.

სამწუხაროდ, გვიწევს ამ სპექტაკლში მონაწილეობა. პროკურატურა დგამს სპექტაკლს, რომელიც არის უკვე სამარცხვინო და სირცხვილია. საერთოდ არაფერი არ აქვთ მტკიცებულება გარდა ოქმებისა, რომელიც თავად გააყალბეს და გარდა ცრუ ინფორმაციისა მოძალადე რუსული მილიციის კლანის წარმომადგენლებისა. ეს არის აბსურდული სასამართლო, რომელიც უნდა დასრულდეს", - ამბობს სოსო ბაბაევი. 

გორელი ბიზნესმენის საქმე უპრეცედენტოა, რადგან ბაბევი 5 ივნისს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს და სცემეს, უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კი მოსამართლე ლევან დარბაიძემ არაკანონიერად მიიჩნია და ბიზნესმენი დარბაზიდან გაათავისუფლ.

სამაგიეროდ, დარბაიძის ვერდიქტი აპელაციამ შეცვალა და ახლა მოძალადე პოლიცილების დასჯის ნაცვლად ციხეში წასვლა ისევ რუსული კანონის მწონააღმდეგე ბიზნესმენს ემუქრება.

მსგავსი სიახლეები