მეზობლის უმოწყალოდ ცემისთვის დაკავებული სპეცრაზმელი ციხეში გაუშვეს - რა დამატებითი დეტალებია ცნობილი
ხარებას სპეცრაზმელის სავარაუდო თანამზრახველის კვალს პოლიცია ამ დრომდე ვერ აგნებს. არადა, იოსებ ბარჯაძე საქმის ოქროს მოწმეა. ის თავად უყურებდა, როგორ სასტიკად უსწორდებოდა სპეცრაზმელი მეგობარს, მაგრამ არაფერი თქვა. დანაშაული დამალა და თავადაც მიიმალა. არსებობს ეჭვი, რომ მრავალჯერ ნასამართლევი კაცი მსხვერპლს თავადაც უსწორდებოდა.
განსასჯელის სკამზე სისხლიანი ანგარიშსწორების მხოლოდ ერთი ფიგურანტი ზის. მეგობრის უმოწყალოდ ცემისთვის სპეცრაზმელი მოსამართლემ ციხეში გაუშვა. მას სხდომაზე დუმილი არ დაურღვევია და არ უთქვამს, რატომ გაიმეტა კარის მეზობელი.
ირკვევა, რომ სისხლიანი გარჩევის შემდეგ სპეცრაზმელი პოლიციამ გამოკითხა, შემდეგ სახლში გაუშვა და განყოფილებაში მოგვიანებით მეორედ მიიყვანა. ამ დროში კი რევაზაშვილმა მტკიცებულებების ნაწილის განადგურება მოასწრო.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.