უყურადღებოდ დატოვებული კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი - სვეტიცხოველში უნიკალური ფრესკები ნადგურდება
კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი, რომელიც ხელისუფლების უყურადღებობას ეწირება - სვეტიცხოველში უნიკალური ფრესკები ნადგურდება. მე-17 საუკუნის მხატვრობას ნესტის გამო ობი მოედო. დაზიანებები, რომლებიც ფრესკებს აღენიშნება, "პირველების" კამერის ობიექტივშიც მოხვდა.
თეა წულუკიანი კი ისევ არაფერს იმჩნევს. სამონასტრო კომპლექსში ადასტურებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფრესკების დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჰქონდა, მაგრამ არავინ არაფერი გააკეთა.
განგაშის სიგნალი სასულიერო პირებმა ჩართეს და თქვეს, რომ სვეტიცხოველი გადასარჩენია.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.