მსხვერპლის აცილება შესაძლებელი იყო - უმწვავესი დასკვნა შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე

03.08.24 12:49
მსხვერპლის აცილება შესაძლებელი იყო - უმწვავესი დასკვნა შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე

იყო თუ არა შესაძლებელი შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება? - 1-წლიანი შესწავლის შემდეგ, მკვლევრებმა შოვის ტრაგედია სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდ სტიქიად შეაფასეს. მეცნიერების ცნობით, წინასწარი შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყვებოდა.

როგორც გეოლოგები იტყობინებიან, კლდემ შლა 3 საათით ადრე დაიწყო და შესაბამის სამსახურებს ხალხის ევაკუაციისთვის დრო 2 საათი ჰქონდათ. ამასთან, სტიქიამდე 8 წლის განმავლობაში კლდოვანი მასის შლა ინტენსიურად მიმდინარეობდა, თუმცა გარემოს მონიტორინგი არცერთ ეტაპზე არ განხორციელებულა. 

1-წლიანი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სტიქიის კერაში 22 დღით ადრე შოვის სტიქია საქართველოს სეისმური ქსელის თითქმის ყველა სადგურმა წამის სიზუსტით აღწერა. ასევე, უშუალოდ სტიქიის დროს ხეობაში მასა 8-10 წუთის განმავლობაში ჩამოდიოდა, რაც პროცესების მყისიერად განვითარებას ხელს უშლიდა.

გეოლოგები ამბობენ, რომ ადგილზე წინასწარი შეტყობინებებისა და მონიტორინგის სისტემის გამართულობა, შოვში მყოფ ადამიანებს განგაშის საფუძველსა და შემდგომ უკვე გადარჩენის საშუალებას მისცემდა.

ამასთანავე, გეოლოგები აცხადებენ, რომ დევდორაკის ხეობა ის ერთადერთი ზვავსაშიში რეგიონია, სადაც განგაშის სისტემა აყენია, თუმცა სიგნალს, მხოლოდ და მხოლოდ, რამდენიმე წუთით ადრე იძლევა.

ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის მიერ მოხდა ყველა არსებული მასალისა მონაცემის გაანალიზება თავიდან. ძირითადი აქცენტები გვქონდა სატელიტური მონაცემის და სეისმური მონაცემის ანალიზზე. რა დასკვნაც გამოვიტანეთ არის ის, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. მაგრამ იმ პირობებში, რა პირობებშიც ვიყავით, ვერ გავიგებდით იმას, რომ 2 საათით ადრე კლდის დაშლა დაიწყებოდა. ღარის ჩანაწერის ანალიზის საფუძველზე, ფაქტობრივად, ცხადია, რომ კლდის დაშლამ ინტენსიური სახე პირველ საათზე დაიწყო და დაახლოებით, 4-ის 10 წუთზე ჩამოვიდა. 12 კილომეტრი აქვს გავლილი და სამ მილიონამდე კუბ მასაზე არის საუბარი. უზარმაზარ ქვებსა და ლოდებზე არის საუბარი, რომელიც მდინარემ ჩამოიტანა. 

ადამიანების ევაკუაცია შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ იარსებებდა წინასწარი შეტყობინების სისტემა, მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებდით, რადგან მსგავსი მასშტაბის ტრაგედია, მიწისძვრებს თუ არ ჩავთვლით, მე არ ვიცი. წინასწარი შეტყობინების სისტემები არ არის მხოლოდ აპარატურა, ეს არის კადრი, რომელიც აკვირდება მთელს ამ პროცესებს. არ შეიძლება, რომ 5 გეოლოგის ანაბარად იყოს ქვეყანა. ამ მიმართულებით კადრი უნდა გაიზარდოს", - ამბობს თეა გოდოლაძე.

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა - 2023 წელს,  ონის მუნიციპალიტეტში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთს ამ დრომდე ეძებენ.

გასული წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე  ღვარცოფი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ კოტეჯში მყოფი ადამიანები.

ადგილზე სამაშველო სამსახური სტიქიის ეპიცენტრში მყოფმა მოქალაქეებმა გამოიძახეს. 

გადარჩენილები ამბობდნენ, რომ სამაშველო ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა. 

29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.

შოვში დაღუპულები

  • ზაზა მესხი;
  • მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
  • ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
  • დავით ბერიაშვილი;
  • სამირა ისაევა;
  • გიორგი გოგინაშვილი;
  • ქსენია ტრიჩევა;
  • და-ძმა - მეგი და გიგი გუტაშვილები;
  • ნინო კენჭაძე;
  • და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
  • გენადი სულთანიშვილი;
  • და-ძმები - ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
  • და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
  • თემურ ჩარკვიანი;
  • ნიკა ჩალაძე;
  • სოფო ბაკურაძე;
  • გვანცა ბუბაშვილი;
  • სალომე ხეთაგური;
  • დიტო ფირცხალავა;
  • მარინა ხორბალაძე;
  • ქეთევან ლობჟანიძე;
  • მანანა ჯაჭვაძე;
  • ლევან რაზმაძე;

მსგავსი სიახლეები