ჩამოერთვას ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი - საქართველოს მოქალაქეებმა იუნესკოს მიმართეს
საქართველოს მოქალაქეები ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ხელოვანის სტატუსი შეჩერებას ითხოვენ - ამ მოწოდებით წერილი იუნესკოში უკვე გაგზავნილია.
მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსულ კანონზე ხელმომწერი დეპუტატი საკუთარი საქმიანობით ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელიც მსგავსი საპატიო ტიტულის ტარებისთვის არის საჭირო.
წერილში წერია, რომ ბოლქვაძე საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის
გაღრმავებას და ხალხის დაყოფას.
შევიტანეთ 500-მდე ხელმოწერა, რომელიც ეძღვნება კონკრეტულ თემას. ეს არის ის, რომ საქართველოს წარმოადგენს ელისო ბოლქვაძე იუნესკოს მშვიდობის ელჩად, რაც არის ნონსენსი, რადგან იმ სადამსჯელო პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც კულტურის სფერომ გამოიარა, ამ ადამიანს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ამ სფეროს დასაცავად. ის არის ადამიანი, რომელსაც რუსულ კანონზე ხმა აქვს მიცემული და ეს უბრალოდ რუსების თემაა, რომ ელისო ბოლქვაძე წარმოადგენდეს საქართველოს იუნესკოში, მითუმეტეს ამ დიდი მისიით, რასაც ჰქვია მშვიდობის ელჩობა", - ამბობს განცხადებაზე ხელმომწერი.
მიმართვის ადრესატები, მათ შორის, ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და საქართველოში არსებული დიპლომატიური მისიის წევრები არიან.