13 ივნისის ტრაგედიიდან დასკვნები რომ ვერ გამოვიტანეთ, იმიტომ მოხდა შოვი - ანა დოლიძე

03.08.24 18:51
13 ივნისის ტრაგედიიდან დასკვნები რომ ვერ გამოვიტანეთ, იმიტომ მოხდა შოვი - ანა დოლიძე

13 ივნისიდან, ჩვენ რომ დასკვნები, ვერ გამოვიტანეთ, იმიტომ მოხდა შარშანდელი შოვი - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს“ ერთ ერთი ლიდერმა ანა დოლიძემ,  ანა წერეთლის "დღის ამბებში" ისაუბრა.  

როგორ მან აღნიშნა, აუცილებელია საგმოძებო კომისიის შექმნა, რომელიც "ოცნებას" დღემდე არ გაუკეთებია, რადგან “აქეთა მხარეს არის კორუფცია, ვიღაცის მოუთოკავი მადა, რომ სანამ ხელისუფლებაშია უნდა გააგრძელონ ფულის კეთება და ნებართვების გაცემა მარცხნივ- მარჯვნივ“.

13 ივნისიდან, ამ ტრაგედიიდან ჩვენ, რომ დასკვნები, ვერ გამოვიტანეთ, იმიტომ მოხდა შარშანდელი შოვი. ბუნება, ეკოლოგია, კლიმატური ცვლილებები და გაუთავებელი განაშენიანება, რომელიც არ ითვალისწინებს არც ბუნების მოთხოვნებს, არც საზღვრებს და არც ადამიანურ მოთხოვნებს. შოვი არის ამის შედეგი, მაგრამ იცით რატომ ვერაფერი გავიგეთ შოვზე? არავინ დაისაჯა, იმიტომ, რომ ეს გაუთავებელი განაშენიანება გაგრძელდა, იმიტომ რომ ვიღაცებმა ამოიღონ  ფული მაქსიმალურად, სანამ ქართული ოცნება ხელისუფლებაშია. იქ, სადაც ადრე იყო ქალაქი საცურაო აუზი, ახლა შენდება ცათამბჯენები, იპოდრომზე, ხო რაც არის ფილტვები საბურთალოსი. აშენებენ კორპუსებს, ყველგან აშენდება კორპუსები.

შოვშიც, იქ სადაც არ უნდა ყოფილიყო საკურორტო ადგილი, იყო, რადგან ვიღაცამ გადაწყვიტა ეს იყო კომერციულად მომგებიანი და ვასკდებით იმ მთავარ გამოწვევას, რაც არის კლიმატური ცვლილებები და ჩვენი მრავალფეროვანი მაგრამ მომთხოვნი ბუნება...

აქეთა მხარეს არის კორუფცია, პირდაპირ ვიტყვი ღორობა, ვიღაცის მოუთოკავი მადა, რომ სანამ ხელისუფლებაშია უნდა გააგრძელონ ფულის კეთება, ნებართვების გაცემა მარცხნივ- მარჯვნივ. უნდა ყველა კვადრატული მეტრი აითვისონ, რომელიც არის საქართველოში. 

(შივის ტრაგედიის განომწვევ მიზეზებზე) ეს საგამოძიებო კომისია მაინც უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ ხომ უნდა დავამონტაჟოთ ის გადაუდებელი შეტყობინების სისტემები, რომელიც ამის შემდეგაც არ გააკეთა "ოცნებამ".  ამის შემდეგ ერთი წელი გავიდა, აბა სადმე თუ არის შექმნილი, ერთ მდინარეზე ან ტბაზე თუ არის შექმნილი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს, რომ არ დაიხრჩონ სხვადასხვა ადგილებში" ,- განაცხადა ანა დოლიძემ.

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა - 2023 წელს,  ონის მუნიციპალიტეტში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთს ამ დრომდე ეძებენ.
 

მსგავსი სიახლეები