თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავეს - ოჯახი დახმარებას ითხოვს (ფოტო/ვიდეო)
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავეს. დაკავების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, სევინჯ სადიგოვა აქვეყნებს.
"პირველების" მიერ მოპოვებულ ფოტოში ჩანს, რომ სამართალდამცველები თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ცოლ-შვილთან ერთად მყოფ სადიგოვს "შკოდას" მარკის ავტომობილში სვამენ.
ვიდეში კი ჩანს რამდენიმე სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პირი, ისინი სავარაუდოდ, პოლიციელები არიან.
ადგილზე იმყოფებოდნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც, რომლებიც პოლიციელებს ეკითხებიან, თუ რატომ მიჰყავთ მათი მამა.
ოჯახი დახმარებას ითხოვს, სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
tv pirveli.ge - დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში არკვევს.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ, 2016 -2020 წლებში დააკავეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ სამშობლოში პოლიტიკური ნიშნით დევნიან.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში შარშან, 24 დეკემბერს ჩამოვიდა. ბოლო შვიდი თვეა, ოჯახი თბილისში ცხოვრობს.