თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ექსტრადირებისთვის ამზადებენ
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე tvpirveli.ge -მ პირველი ოფიციალური კომენტარი მოიპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აფგან სადიგოვის დაკავებას ადასტურებს.
უწყებაში ამბობენ, რომ მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე იძებნებოდა.
ჟურნალისტს ექსტრადირებისთვის ამზადებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.
აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა"- ამბობენ შსს-ში.