გადასცემს თუ არა თბილისი ბაქოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს? - აფგან სადიგოვი სასამართლო პროცესის მოლოდინშია

04.08.24 11:35
გადასცემს თუ არა თბილისი ბაქოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს? - აფგან სადიგოვი სასამართლო პროცესის მოლოდინშია

გადასცემს თუ არა თბილისი ბაქოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს? აფგან სადიგოვი სასამართლო პროცესის მოლოდინშია, რომელიც რამდენიმე საათში ჩაინიშნება.

გუშინ გვიან ღამით სადიგოვთან მისი ადვოკატი შევიდა, სადაც საგამოიძებო უწყების წარმომადგენლებმა ბრალის დადგენილება გააცნეს. მათი განმარტებით, აზერბაიჯანი სადიგოვს თანხის გამოძალვას ედავება და მის ექსტრადირებას ითხოვს.

ედავება ბაქო აფგან სადიგოვს გამოძალვის ბრალდებას. გუშინ მე შევხვდი მას დროებითი მოთავსების იზოლატორში. თანხის გამოძალვას ედავებიან. ორ პიროვნებასთან დაკავშირებით არის საუბარი. ერთთან არის 3 ათასი მანათი, მეორეგან არის 6 ათასი მანათი, მაგრამ სრულად არ არის, ნაწილ-ნაწილ არის გადარიცხულიო. მასალებში წერია, რომ რაღაც კადრები არის, დაბადების დღე აღნიშნეს და ამ დაბადების დღეზე დაიჭრა ტორტი, რომელსაც ჰქონდა ვარსკვლავის ფორმა, 8 ქიმიანია ვარსკვლავის და აი, ამის გამო, თურმე სადიგოვი დაუკავშირდა, რომ ეს შეურაცხყოფა არისო და ამის გამო სთხოვა, რომ გადეხადა მისთის 3 ათასი მანათი. იმან გადაურიცხა 1500 მანათი, ოღონდ მთლიანად არ გადაუხდია. მეორე პიროვნებას რაც შეეხება, იქ ეუბნებოდა, რომ მე მაქვს ვიდეოები, ოღონდ არანაირი ვიდეო არ არის არსად წარდგენილი და ასევე არის საუბარი იმაზე, რომ მე დავწერ თქვენზე ცილისმწამებლურ განცხადებებს და გავავრცელებო. არ ვიცი, ასე მარტივად თუ სჯერათ და ასე მარტივად თუ ხდება. რაც შეეხება სადიგოვს, ამს რომ შევხდი გუშინ დროებითი მოთავსების იზოლატორშ, უარყო ფაქტი და თქვა, რომ ასეთ რაღაცას ადგილი არ ჰქონდა და ათავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს, იმიტომ, რომ მანამდეც იყო, მისი განცხადებით, მის მიმართ მუქარები. უთხრეს, რომ თუ არ გაჩერდები, პრობლემები შეგექმნება არა მარტო შენ, არამედ შენს ოჯახს, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.

ირკვევა, რომ საქმე კრიტიკული ჟურნალისტის წინააღმდეგ აზერბაიჯანმა მაისის თვეში აღძრა. ივლისში სადიგოვი ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს დატოვებას ცდილობდა, რადგან მისი მეუღლის თქმით, ისინი აქ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ. ეროპორტში მისვლისას, სადიგოვს განუმარტეს, რომ მესამე ქვეყანაში გადასვლის უფლება არ ჰქონდა და წასვლა მხოლოდ ბაქოში შეეძლო. 

სადიგოვის მეუღლე მათი ოჯახის წინააღმდეგ რეპრესიზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ალიევი მათ კრიტიკული განწყობების გამო სჯის. 

ბავშვებთან ერთად ვსერინობდით, უცებ პოლიციამ გზა გადაგვიჭრა და ისე, რომ არ განუმარტეს არაფერი - დააკავეს. ვეკითხებოდით მეც, ბავშვებიც, რატომ აკავებდნენ. პასუხს გვცემდნენ, რომ პროკურატურისთვის გვეკითხა. ყველაფერი ცხადია, დააკავეს ალიევის მოთხოვნით. უსწრორდებიან პოლიტიკური მოტივით. ახლა გასაგებია, ივლისში რატომ არ გაგვიშვეს აეროპორტიდან. ბოსნიაში მივდიოდით, ამ რეპრესიებს ველოდებოდით. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენს თავს, უკვე მესამედ ხდება. ალიევი არავის პატიობს კრიტიკას. მეც ჟურნალისტი ვარ და სამჯერ ვარ დაჭერილი კრიტიკული სტატიების მომზადების გამო. წამების მსხვერპლიც გავხდი. თუ აფგანს გადასცემენ ბაქოს, ალიევის ბრძანებით, ის წამების და არადაამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება, - ამბობს სადიგოვის მეუღლე.

აფგან მუხთარლი, რომელსაც ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლება დევნის და ახლა თავს მესამე ქვეყანას აფარებს, დარწმუნებულია, რომ ალიევი სადიგოვს მის მსგავსად დევნის. 

დაკავებამდე აფგან სადიგოვი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა და მისგან მიიღო დაპირება, რომ დაეხმარებოდა. ამის შემდეგ აფგანი დააკავეს. მას, როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტს, ალიევის რეჟიმი დევნის. ის ჟურნალისტური საქმიანობის გამო 2016 და 2020 წლებში იყო დაკავებული. საქართველოში ჟურნალისტებისთვის მუშაობა სულ უფრო საშიში ხდება. გვახსოვს წინა ორი შემთხვევა, როდესაც რუსეთის დავალებით საქართველოში მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ადამიანი, რის შემდეგაც ისინი რუსეთში აღმოჩნდნენ. ვფიქრობ, სადიგოვის დაკავებაც ალიევის დავალების შესრულებაა, - ამბობს აზერბაიჯენლი ჟურნალისტი. 

"აზელ ტვ"-ის მთავარ რედაქტორს ხელბორკილები თბილისის ცენტრში იმ დროს დაადეს, როცა ცოლ-შვილთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სადიგოვი 2024 წლიდან იძებნებოდა. დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი  ჟურნალისტი თბილისის აეროპორტიდან გააბრუნეს და მესამე ქვეყანა გადასვლაზე უარი უთხრეს.