პოლიტიკური მოტივით უსწორდებიან... თუ ბაქოს გადასცემენ, წამების მსხვერპლი გახდება - აფგან სადიგოვის მეუღლე

04.08.24 11:58
პოლიტიკური მოტივით უსწორდებიან... თუ ბაქოს გადასცემენ, წამების მსხვერპლი გახდება - აფგან სადიგოვის მეუღლე

დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის  მეუღლე დარწმუნებულია, რომ აფგან სადიგოვი ალიევის მოთხოვნით დააკავეს, რომელსაც მისი კრიტიკა არ მოსწონდა. ქალი ყვება, რომ მათი ოჯახის მიმართ ალიევის ხელისუფლება რეპრესიებს ახორციელებდა, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ჟურნალისტის მეუღლე დარწმუნებულია, რომ თუ თბილისი სადიგოვს ბაქოს გადასცემს, ის წამების მსხვერპლი გახდება. 

ბავშვებთან ერთად ვსეირნობდით, უცებ პოლიციამ გზა გადაგვიჭრა და ისე, რომ არ განუმარტეს არაფერი - დააკავეს. ვეკითხებოდით მეც, ბავშვებიც, რატომ აკავებდნენ. პასუხს გვცემდნენ, რომ პროკურატურისთვის გვეკითხა. ყველაფერი ცხადია, დააკავეს ალიევის მოთხოვნით. უსწორდებიან პოლიტიკური მოტივით. ახლა გასაგებია, ივლისში რატომ არ გაგვიშვეს აეროპორტიდან. ბოსნიაში მივდიოდით, ამ რეპრესიებს ველოდებოდით. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენს თავს, უკვე მესამედ ხდება. ალიევი არავის პატიობს კრიტიკას. მეც ჟურნალისტი ვარ და სამჯერ ვარ დაჭერილი კრიტიკული სტატიების მომზადების გამო. წამების მსხვერპლიც გავხდი. თუ აფგანს გადასცემენ ბაქოს, ალიევის ბრძანებით, ის წამების და არადაამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება, - ამბობს სადიგოვის მეუღლე.

"აზელ ტვ"-ის მთავარ რედაქტორს ხელბორკილები თბილისის ცენტრში იმ დროს დაადეს, როცა ცოლ-შვილთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სადიგოვი 2024 წლიდან იძებნებოდა. დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი  ჟურნალისტი თბილისის აეროპორტიდან გააბრუნეს და მესამე ქვეყანა გადასვლაზე უარი უთხრეს. 

ფგან სადიგოვი სასამართლო პროცესი, სადაც მის ბაქოში ექსტრადირებაზე უნდა იმსჯელონ, დრეს გაიმართება.