საქალაქო სასამართლოში აფგან სადიგოვის საქმის განხილვა დაიწყო - როგორი იქნება ვერდიქტი?

04.08.24 13:24
საქალაქო სასამართლოში აფგან სადიგოვის საქმის განხილვა დაიწყო - როგორი იქნება ვერდიქტი?

თბილისის საქალაქო სასამართლოში აფგან სადიგოვის საქმის განხილვა დაიწყო. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.

სხდომათა დარბაზშია აფგან სადიგოვი, "აზელ ტვ"-ის რედატორი, რომელიც თავს პოლიტ პატიმრად მიიჩნევს და ირწმუნება რომ ალიევისს მთავრობა მას კრიტიკული მოსაზრებების გამო დევნის. 

ადვოკატი ამბობს, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ გადმოგზავნილ მასალებში, დანაშაულის მტკიცებულებები არ დევს, ამიტომ ინტერესების დამცველი გეგმავს, პროცესზე სადიგოვის გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენოს.

დოკუმენტები არის, ძრითადად, აზერბაიჯანული მხარის გამოგზავნილი, რაც არის ბრალდების შესახებ დადგენილება, სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდების და ძებნასთან დაკავშირებით. სხვა დოკუმენტები აქ არ არის, სადაც მოკლედ აღწერილია იმ დანაშაულის ფაბულა, რასაც ედავებიან სადიგოვს. მხოლოდ ზოგადი მითითებაა, რომ ამ პიროვნებამ ჩაიდინა ეს. დანარჩენი, რაიმე სახის მტკიცებულებები აქ არ დევს. თავად ბრალს არ ეთანხმება, მე გუშინ ვესაუბრე. საერთოდ აღკვეთის გარეშე დატოვებას მოვითხოვთ, - ამბობს ადვოკატი. 

პროკურორი კი ამტკიცებს, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, ამიტომ ბრალდების მხარე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. პროკურორი ასევე ვერ აკონკრეტებს რა მტკიცეულებები დევს აზერბაიჯანული მხარის მიედ გადმოგზავნილ მასალებში.  

აზერბაიჯანის მიერ გამოზგზავნილია შესაბამისი მასალები აღნიშნული პირის დაკავების შემდჰომა აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე. შესაბამისად, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების თაობაზე ამ პირის, რომელიც იძებნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ. მიმალვის საფრთხე არსებობს და აქედან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ აღლვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა. 2023 წელს არის იქ სამართლებრივი პროცედურები დაწყებული. არ იყო მაშინ ძებნა გამოცხადებული, როცა შემოვიდა, - ამბობს პროკურორი. 

"აზელ ტვ"-ის მთავარ რედაქტორს ხელბორკილები თბილისის ცენტრში იმ დროს დაადეს, როცა ცოლ-შვილთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სადიგოვი 2024 წლიდან იძებნებოდა. დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი  ჟურნალისტი თბილისის აეროპორტიდან გააბრუნეს და მესამე ქვეყანა გადასვლაზე უარი უთხრეს. 

თავად სადიგოვი კი დანაშაულს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.