პრემიერმა საპატრიარქოს 472 კვ მიწის ფართობი 1 ლარად გადასცა - თეოლოგები წინასაარჩევნო გულის მოგებაზე საუბრობენ
მთავრობამ საპატრიარქოს ახალი მიწის ნაკვეთი გადასცა. ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, რომელიც 31 ივლისით თარიღდება, ირკვევა, რომ 472 კვადრატული მეტრის ნაკვეთი საპატრიარქომ, სიმბოლურ თანხად, სულ რაღაც ერთ ლარად მიიღო.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების ამ ქმედების მიზანი წინასაარჩევნოდ სასულიერო პირების გულის მოგება და მათი მხაფრდაჭერაა. დეკანოზი პირდაპირ ამბობს, რომ რიგი მღვდელმთავრები "ოცნების" სასარგებლო პროპაგანდას ამბიონებიდან ეწევიან.
ტრადიციული 25 მლნ, ხელისუფლებამ გაზარდა 6- მლნ-მდე, წლიური საბიუჯეტო დაფინანსება საპატრიარქოსი. ამას ემატება კიდევ სხვა ბევრი, შედარებით წვრილმანი ლუკმები. ეს ეხება რაიონებსაც, რეგიონებს, სადაც ეპარქიებს მუდმივად გარკვეულ საჩუქრებს, დოტაციებს და მატერიალურ დახმარებას უწევს მუნიციპალიტეტები და რა თქმა უნდა, ეს ეხება თბილისსაც. მიზანი არის საპატრიარქოს ანუ კონკრეტულად მღვდელმთავრების, სინოდის წევრების და მოსაყდრის მხრიდან მხარდაწერის გამოცხადება წინასაარჩევნოდ. ჩვენ ისედაც ვხედავთ, რომ რიგი მღვდელმთავრები მუდმივად აწარმოებენ ამბიონებიდან ხელისუფლებისთვის სასარგებლო რიტორიკას, - ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
თეოლოგები ვარაუდობენ, რომ წინასაარჩევნოდ ივანიშვილის პარტია მოქმედებაზე გადავიდა და გულუხვი საჩუქრებით ხმების შეგროვებას იწყებენ.
ეს არის ხალხის კუთვნილება. ეს არ არის არცერთი ხელისუფლების კუთვნილება. არ შეიძლება მისი ასე უწესოდ დარიგება და ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე გადაცემა, თუნდაც ეკლესიისთვის. ამგვარი აქტები არის მინიშნება იმისა, რომ ეკლესია აუცილებლად უნდა გახდეს ხელისუფლების გვერდით და მან აუცილებლად უნდა შეასრულოს მისი დაკვეთა და ასეც ხდება რეალურად. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ეკლესია ყოველთვის დგას ხელისუფლების გვერდზე. როდესაც შეხვედრები ხდება პრემეირ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის ან ვთქვათ, „ოცნების“ ლდიერების რაიონებში, იქ ყოველთვის იმ ეპარქიის მმართველები ესწრებიან ამ შეხვედრებს. ეს უკვე ნიშანია იმის, რომ ეკლესია მხარს უჭერს ხელისუფლებას, - ამბობს გოჩა ბარნოვი.
"პირველები" დღეს მარუაშილის 50 ნომერში მივიდა, რომ იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაცნობოდა და ტერიტორიაზე რამდენიმე მიტოვებული შენობაც ნახა. "პირველებმა" საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურის ხელმძღვანელსაც მიმართა, რათა გაერკვია, როგორ იქნება აღნიშნული ტერიტორია გამოყენებული, თუმცა მამა ანდრია ჯაღმაიძისგან ჯერ პასუხი არ ყოფილა.