აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მოსამართლემ სამთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

04.08.24 15:59
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მოსამართლემ სამთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მოსამართლემ სამთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. აფგან სადიგოვს წუთი წუთზე გლდანის ციხეში შეასახლებენ.  "აზელ ტვ"-ის მთავარი რედატორი დარწმუნებულია, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. სასამართლოს სხომათა დარბაზში სადიგოვმა დღეს სიტყვის უფლებით ისარგებლა. ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ალიევის მთავრობა მას კრიტიკას ვერ პატიობს, რის გამოც საქართველოშიც მოაგნეს და ახლა მის გასამართლებას მოგონილი ბრალდებით ცდილობენ.

ილჰამ ალიევის ხელისუფლებას მუდმივად ვამხელდი. ვწერდი და ვაქნეყნბდი ყველა სტატიას როგორ აგროვებდა არაკანონიერი გზებით პრეზიდენტი მილიონიბით ქონებას. ყველა მსგავს ქმედებაზე ვიღებდი გზავნილებს ალიევის წარმომადგენლების მხრიდან, რომ გავჩუმებულიყავი. ვამხელდი შინაგან საქმეთა სამინისტროს არაკანონიერ ქმედებებს. შემომითვალეს კიდეც, რომ თუ არ გავჩერდებოდი, არ შევწყვეტდი ფაქტების გასაჯაროებას, ცუდად დავამთავრებდი. მემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიკვდილით. ეს ჩემი საქმე იყო ჟურნალისტი ვარ, მათ კი კრიტიკული აზრის ჩახშობა უნდათ. 6 თვით ჩამსვეს ციხეში გამოგონილი ბრალდებით მაწამებდნენ ელექტროშოკებით არ ვიცი როგორ დავაღწიე თავი იქიდან. წამოვედი საქართველოში დეკემბრის თვეში და აქ ვითხოვე თავშესაფარი. ახლა ვარკვევ რომ ჩემ წინააღმდეგ ამ დროს თურმე სისხლის სამართლებრივი დევნა იყო დაწყებული არაფერი ვიცოდი იმის შესახებ რომ იქ ჩემ წინააღმდეგ საქმე აღძრეს, შეტყობინებაც კი არ მიმიღია. დამიჯერეთ სუფთა პოლიტიკური დევნა ეს ჩემ მიმართ, - თქვა პროცესზე სადიგოვმა. 
 

ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმეში არაფერი მტკიცებულება არ დევს. ინტერესების დამცველი ხვალ მიგრაციის სამსახურს მიმართავს და აფგან სადიგოვისთვის საერთაშორისო დაცვას მოითხოვს. 

"აზელ ტვ"-ის მთავარ რედაქტორს ხელბორკილები თბილისის ცენტრში იმ დროს დაადეს, როცა ცოლ-შვილთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სადიგოვი 2024 წლიდან იძებნებოდა. დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი  ჟურნალისტი თბილისის აეროპორტიდან გააბრუნეს და მესამე ქვეყანა გადასვლაზე უარი უთხრეს.