"მემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიკვდილით, მაწამებდნენ ელექტროშოკით" - რას თქვა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პროცესზე

04.08.24 16:06
"მემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიკვდილით, მაწამებდნენ ელექტროშოკით" - რას თქვა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პროცესზე

ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, - ამ სიტყვებით მიმარტა დღეს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სასამართლოს. ილჰამ სადიგოვი ამტკიცებდა, რომ მას ალიევის ხელისუფლება კრიტიკული სტატიების გამო სჯის. მისი თქმით, აზერბაიჯანში მან ალიევისგან არაერთი მუქარის შემცველი გზანილი მიიღო და ციხეშ წამების მსხვერპლიც კი გახდა. 

ილჰამ ალიევის ხელისუფლებას მუდმივად ვამხელდი. ვწერდი და ვაქნეყნებდი ყველა სტატიას როგორ აგროვებდა არაკანონიერი გზებით პრეზიდენტი მილიონიბით ქონებას. ყველა მსგავს ქმედებაზე ვიღებდი გზავნილებს ალიევის წარმომადგენლების მხრიდან რომ გავჩუმებულიყავი. ვამხელდი შინაგან საქმეთა სამინისტროს არაკანონიერ ქმედებებს. შემომითვალეს კიდეც, რომ თუ არ გავჩერდებოდი, არ შევწყვეტდი ფაქტების გასაჯაროებას, ცუდად დავამთავრებდი. მემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიკვდილით. ეს ჩემი საქმე იყო, ჟურნალისტი ვარ, მათ კი კრიტიკული აზრის ჩახშობა უნდათ. 6 თვით ჩამსვეს ციხეში გამოგონილი ბრალდებით. მაწამებდნენ ელექტროშოკებით. არ ვიცი. როგორ დავაღწიე თავი იქიდან. წამოვედი საქართველოში დეკემბრის თვეში და აქ ვითხოვე თავშესაფარი. ახლა ვარკვევ, რომ ჩემ წინააღმდეგ ამ დროს თურმე სისხლის სამართლებრივი დევნა იყო დაწყებული. არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რომ იქ ჩემ წინააღმდეგ საქმე აღძრეს, შეტყობინებაც კი არ მიმიღია. დამიჯერეთ, სუფთა პოლიტიკური დევნა ეს ჩემ მიმართ, - თქვა პროცესზე სადიგოვმა. 

"აზელ ტვ"-ის მთავარ რედაქტორს ხელბორკილები თბილისის ცენტრში იმ დროს დაადეს, როცა ცოლ-შვილთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სადიგოვი 2024 წლიდან იძებნებოდა. დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი  ჟურნალისტი თბილისის აეროპორტიდან გააბრუნეს და მესამე ქვეყანა გადასვლაზე უარი უთხრეს. 

ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მოსამართლემ სამთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.